ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების პროგრესი - FIFA-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს რამდენიმესაფეხურიანი პროგრესი აქვს.

განახლებულ რეიტინგში ვილი სანიოლის გუნდი 1312.14 ქულით 76-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი. სექტემბრის თვეში ჩვენი გუნდი 79-ე ადგილზე იყო, ოქტომბერში კი ბულგარეთის, ჰონდურასის, ბულგარეთისა და ელ სალვადორის ნაკრებებს გადაუსწრო.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა. ვილი სანიოლის გუნდმა 12 ოქტომბერს ჯერ ტაილანდის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 8:0 დაამარცხა, შემდეგ კი კვიპროსის ნაკრებს 4:0 მოუგო.

ჩვენი გუნდი ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრებს გამართავს. 16 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები დინამო არენაზე შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, 19 ნოემბერს კი სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MVP კვარაცხელიაა! | რა შეფასებები დაუწერეს ქართველ ფეხბურთელებს
MVP კვარაცხელიაა! | რა შეფასებები დაუწერეს ქართველ ფეხბურთელებს