საბატინი კვარაზე: „ერთი რამის მეშინოდა, მაგრამ თავი იდეალურად გაართვა“
„რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და იტალიაში ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა, ვალტერ საბატინიმ რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერნილის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
რა თქვა საბატინიმ:
გარსიას, ისევე როგორც ყველა მწვრთნელს, გარკვეული დრო სჭირდება, რათა გუნდში საკუთარი ფილოსოფია და თამაშის სტილი დანერგოს. მან მშვენივრად იცის, როგორ დააბრუნოს გუნდი სწორ გზაზე. ზოგიერთი ფეხბურთელი თავის ფორმას იბრუნებს, მაგალითად კვარაცხელია. ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი სახით გამარჯვება განხილვის საბაბი არ უნდა გახდეს, რადგან აქ მოგება ყოველთვის რთულია.
ძალიან გამიხარდა კვარას ასეთი თამაში, რადგან მეშინოდა, რომ დაძაბული იქნებოდა. ეს გამარჯვება „ნაპოლის“ დიდ ძალას მისცემს და მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
„ნაპოლი“ აბსოლუტურად გამოსულია იმ კრიზისიდან, რომელშიც აქამდე არასდროს ყოფილა. სიტუაცია ძალიან დელიკატური იყო, რადგან ნეაპოლში ვნება ხშირად აჭარბებს რეალობას.
ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, კვლავ „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ, ამჯერად უკვე დიეგო მარადონას სტადიონზე გამართავს, უახლოესი მატჩი კი 29 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე „მილანის“ წინააღმდეგ არის დაგეგმილი.