IOC-ის პრეზიდენტი: მესიმ ოლიმპიადაზე უნდა ითამაშოს, მას ისტორიის დაწერა შეეძლება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ლეო მესის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას ურჩევს.
ბახი იმედოვნებს, რომ მესი ოლიმპიადაზე არგენტინის ნაკრებში ითამაშებს და ისტორიის დაწერის საშუალება ექნება.
„ფანტასტიკური იქნება, თუ მესი 2024 წელს პარიზში ითამაშებს. ეს თამაშები ბევრი ფეხბურთის ვარსკვლავის ოცნებაა, მაგალითად როგორიცაა კილიან მბაპე.
მესისთვის ეს ისტორიის ხელახლა შექმნის შესაძლებლობას ნიშნავს, რადგან ის შეიძლება ისტორიაში გახდეს ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ორი ოლიმპიური ოქრო და მსოფლიო ჩემპიონატი ექნება მოგებული. თითები გადავაჯვარედინოთ“,
- განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ოლიმპიადა 2008 წელს.
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.