ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი: “კვარაცხელია? ის ჯადოქარია“

როგორც მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენს ახლა ტრავმა აქვს და დროებით უქმად არის. ამის პარალელურად, ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

ოსიმენი:

„მესი თუ რონალდუ? მე ორივეს გულშემატკივარი ვარ. მათ დიდი ეპოქა შექმნეს. ორივეს წინააღმდეგ მითამაშია და ფოტოს გადაღება ორივეს ვთხოვე. ფავორიტი არ მყავს. ჩემთვის გამორჩეული გოლი? გასულ სეზონში „რომას“ წინააღმდეგ. რას ვფიქრობ საუდის არაბეთის ჩემპიონატზე? საოცრებაა, მაგრამ არჩევანის წინაშე თუ დავდგები, მე MLS-ში წავალ.

ლეაო თუ ლაუტარო? ისინი ტოპ ფეხბურთელები და ტალანტები არიან. სპალეტი? ვფიქრობ, მას იტალიის ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია. ის ნამდვილი გენიოსია. კვარაცხელია? ის ჯადოქარია. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ის ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთელია.“

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი მინიმუმ 1 თვე ვერ დაეხმარება „ნაპოლის“. ხვიჩა კვარაცხელია კი დიდებულ ფორმაში შევიდა. სერია ა-ს გასულ ტურში დუბლი შეასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ საგოლე პასი გააკეთა და „პარტენოპეიმ“ 1:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისელი ჯადოქარი | Corriere dello Sport-მა კვარა შეაქო, გარსია და ნაპოლი კი გააკრიტიკა
თბილისელი ჯადოქარი | Corriere dello Sport-მა კვარა შეაქო, გარსია და ნაპოლი კი გააკრიტიკა