აზაროვის საგოლე პასი და კარგი მატჩი - ბარსამ შახტარი დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „ბარსელონამ“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
დონეცკელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მატჩი სრულადაც ჩაატარა.
აზაროვისთვის პირველი ტაიმი არც ისე სახარბიელოდ წარიმართა. კატალონიელთა პირველი გოლისას, ირაკლი თამაშგარეში ჩარჩა, რის შედეგადაც „ბარსამ“ ანგარიში გახსნა.
მეორე გოლის ეპიზოდში ფერმინ ლოპესს დარტყმის მომენტში აზაროვმა შესაბამისად ხელი ვერ შეუშალა და ანგარიში 2:0 გახდა.
მეორე ტაიმში „შახტარიც“ და აზაროვიც უკეთ ათამაშდნენ. 62-ე წუთზე აზაროვმა ეს მატჩი მისთვის წარუშლელ მოგონებად აქცია და სუდაკოვს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ამის შემდეგ, დონეცკლებმა უპირატესობა გაზარდეს და აზაროვმა შეტევაში რამდენიმე აქტიური მონაწილეობაც მიიღო. ასევე დაცვაში გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა, როცა იამალს დარტყმა დაუბლოკა.
ამრიგად, 3 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ 3-დან 3 მოგებით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. „შახტარს“ კი სამი ქულა აქვს და პლეი-ოფში მოხვედრის შანსს კვლავ ინარჩუნებს.
მომდევნო ტურში 7 ნოემბერს უკრაინელები „ბარსას“ უმასპინძლებენ.
აზაროვის მონაწილეობით ყველა მომენტი VS ბარსა