ქუთაისის ტორპედო, ფოთის კოლხეთი
Aa
Aa

სენსაცია: კოლხეთი 1913-მა ტორპედო თასიდან გამოაგდო

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე, ფოთის „კოლხეთმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 31-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ გახსნა, რომლის დარტყმულის შემდეგ „ტორპედოს“ მეკარემ ოთო გოშაძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და კურიოზული ბურთი გაუშვა.

51-ე წუთზე ნინკოვიჩმა ნახტომში ეფექტური დარტყმით გატანა სცადა, ბურთი ბექა ხარშილაძეს მოხვდა და კარში შევარდა.

ამის შემდეგ, გუნდებმა ბევრი იბრძოლეს, თუმცა გატანას ვერ ახერხებდნენ. 87-ე წუთზე ქუთაისელთა ფეხბურთელმა გიორგი ქობულაძემ შეჯახების შემდეგ დაზიანება მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა. საბოლოოდ, სამედიცინო დახმარების შემდეგ, ის მოედნიდან გაიყვანეს.

არბიტრმა შეხვედრას 9 წუთი დაამატა. ყველაფერი 103-ე წუთზე გადაწყდა. გიორგი ახალაძემ მარცხენა ფლანგიდან უძლიერესი დარტყმით ქუთაისელთა კარი გახვრიტა.

ამრიგად, „კოლხეთმა“ სენსაცია მოახდინა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს თასი: სამგურალმა დინამოს პენალტების სერიაში მოუგო
საქართველოს თასი: სამგურალმა დინამოს პენალტების სერიაში მოუგო