რაჰმანი: მხოლოდ კვარა არა, დაცვაში გუნდს ყველა უნდა დაეხმაროს
„ნაპოლის“ მცველმა ამირ რაჰმანიმ, „უნიონ ბერლინთან“ მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
„ძალიან რთული მატჩი იყო რთულ მოედანზე. დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, გოლი არ გაგვიშვია და ჩვენს კარში დარტყმები თითქმის არ ყოფილა. საბედნიეროდ, ერთი გოლი გავიტანეთ, მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ.
უნიონთან განმეორებითი შეხვედრა დიდი ალბათობით ჯგუფიდან გამსვლელი ორი გუნდის ვინაობას გაარკვევს.
დღეს თამაში ძალიან რთულ მოედანზე მოგვიხდა. მინდორი იდეალურ კონდიციებში არ იყო და ასეთ დროს შენი ფეხბურთის თამაში ყოველთვის რთულია.
ნათანი? მის გვერდით თამაში მარტივია, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ყოველი მატჩის შემდეგ, ერთმანეთს უფრო უკეთ ვუგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს პროგრესი გაგრძელდება.
არც ისე ლამაზად ვთამაშობთ? მთავარი 3 ქულაა. კარგად არც მათ უთამაშიათ. შესაძლოა ამაში ხელი მოედნის საფარმა შეგვიშალა. სამი ქულის მოპოვება მაშინაც მნიშვნელოვანია, როცა ცუდად თამაშობ.
ხვიჩა? გუნდს ყველა მოთამაშე ეხმარება. დაცვაში ყველამ უნდა ითამაშოს, თორემ თავდაცვა გართულდება. ყოველთვის ჩანს, როდესაც ბურთი იკარგება და უკან ყველა არ ჩამოდის, კონტრშეტევებისას პრობლემები იქმნება. ხვიჩა ამ მხრივ კარგია, თუმცა მხოლოდ მისი დახმარება საკმარისი არ არის, ამაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას სერია A-ში კვირას 29 ოქტომბერს (23:45) „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.