მამადუ სახო
Aa
Aa

სკანდალი საფრანგეთში | მამადუ სახო მწვრთნელს ფიზიკურად გაუსწორდა

„მონპელიეს“ ფეხბურთელი, მამადუ სახო გუნდის მთავარ მწვრთნელს, მიშელ ტერ ზაკარიანს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის შესახებ ინფორმაცია გავლენიანმა ფრანგულმა გაზეთმა, L’Equipe-მა გაავრცელა და საკუთარ მკითხველს დეტალებიც გაუზიარა.

L’Equipe-ის მიხედვით, სახო წყობიდან ვარჯიშისას გამოვიდა, როცა სომეხმა სპეციალისტმა მასზე ჯარიმა არ დააფიქსირა. ტერ ზაკარიანმა ფეხბურთელს განუცხადა, რომ მამადუს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვარჯიში სად ან როგორ წარიმართება.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, მთავარი მწვრთნელის უხეშმა სიტყვებმა „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი განარისხა. სახო წყობიდან გამოვიდა და თავკაცს ყელში სწვდა, რის შემდეგაც სომეხი სპეციალისტი მინდორზე დაეცა. ცნობილი ჟურნალისტის, მოჰამედ ტუბაშ-ტერის ცნობით, ტერ ზაკარიანმა სახოს „მტირალა“ უწოდა და ფეხბურთელის გაბრაზების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ეს იყო.

L’Equipe-ის ინფორმაციით, კლუბი მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებასა და დამნაშავეებს საკადრისად დასჯას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ თამაშებს დიდებული ფეხბურთელების წყალობით იგებენ“ - ფედელე ხვიჩაზე
„ასეთ თამაშებს დიდებული ფეხბურთელების წყალობით იგებენ“ - ფედელე ხვიჩაზე