საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ლევან მაისაშვილი, გიორგი მელიქიძე
Aa
Aa

ექსკლუზივი | „ნაკრებში თამაშზე უარი არ მითქვამს, ოჯახური პრობლემები მქონდა“ - გიორგი მელიქიძის ინტერვიუ

„სტად ფრანსე“ საფრანგეთში ერთ-ერთი იმ კლუბთაგანია, რომელშიც ქართველი მორაგბეები მრავლად არიან წარმოდგენილნი. Top 14-ის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის ღირსებას დღეისთვის 4 ქართველი მორაგბე იცავს - გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი, ვასილ კაკოვინი და გიორგი ცუცქირიძე. ასევე, პარიზული კლუბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს ლეგენდარული ქართველი მორაგბე, დავით ზირაქაშვილი, რომელიც შერკინების კონსულტანტის პოზიციას იკავებს.

საფრანგეთში, მსოფლიო თასზე მუშაობის პერიოდში პარიზში, სტად ფრანსეს სტადიონზე გიორგი მელიქიძეს ვესტუმრეთ და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ. 27 წლის მორაგბე თავის ფრანგულ კარიერაზე გვიყვება და ასევე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე საუბრობს. ცნობისთვის, გასულ თვეს, გიორგი მელიქიძე Top 14-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გიორგი მელიქიძის ინტერვიუ:

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, ლევან მაისაშვილმა გიორგი მელიქიძეზე განაცხადა, რომ ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო თქვა:

„გიორგი მელიქიძე წინა პერიოდში ორჯერ გამოვიძახეთ და ჩემდა სამწუხაროდ ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე. პირველ შემთხვევაში მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა და ეს ჩემთვის გასაგები იყო, მეორე ჯერზე კი მიზეზი ვერ გავიგე, საქართველოს ნაკრები კი ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება ვინმეს თამაში ვაიძულოთ“, - ამბობდა მაისაშვილი 2022 წლის ნოემბერში.

გიორგი მელიქიძეს „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 ლელოს დადებაც მოასწრო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მან 2019 წლის მსოფლიო თასზეც მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EXCLUSIVE | პორტუგალიასთან ფრე, მსოფლიო თასის შეფასება და კარიერა საფრანგეთში- ინტერვიუ დავით ზირაქაშვილთან
EXCLUSIVE | პორტუგალიასთან ფრე, მსოფლიო თასის შეფასება და კარიერა საფრანგეთში- ინტერვიუ დავით ზირაქაშვილთან