რონალდუ ათეულში არაა | საუდის არაბეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა საუდის არაბეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილს „ალ-ჰილალის“ სუპერვარსკვლავი, ნეიმარი იკავებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის ფასი 50 მილიონი ევროა.
მეორე და მესამე ადგილებზე „ნეის“ თანაგუნდელები იმყოფებიან, რუბენ ნევეშისა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ღირებულება Transfermarkt-ზე 40-40 მილიონია. მეოთხეზე „ალ-იტიჰადში“ მოთამაშე ფაბინიო გახლავთ - 38 მილიონი, მეხუთე კი „ალ-ნასრის“ ოტავიო - 35 მილიონი.
ოტავიოს თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ ათეულში ვერ მოხვდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ფასი 15 მილიონი ევრო გახლავთ და იგი კარიმ ბენზემასთან, ლუის ფელიპესთან, ტალისკასთან და რობერტო ფირმინოსთან ერთად მეცხრამეტე-ოცდამესამე ადგილებს იყოფს.
ტოპ 11 ასე გამოიყურება:
6-7. გაბრიელ ვეიგა (30 მილიონი)
6-7. მალკომი (30 მილიონი)
8-9. როჟერ იბანიესი (28 მილიონი)
8-9. ალექსანდარ მიტროვიჩი (28 მილიონი)
10-11. ემერიკ ლაპორტი (25 მილიონი)
10-11. სადიო მანე (25 მილიონი)