სანდრო ტონალი
Aa
Aa

ტონალი დორტმუნდთან ითამაშებს | 10-თვიანი დისკვალიფიკაცია გადაწყვეტილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, სანდრო ტონალის „ნიუკასლი“ საკუთარ კედლებში „დორტმუნდს“ მიიღებს. ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, რომ დიდი შანსია, იტალიელმა ფეხბურთელმა „შავ-ყვითლების“ წინააღმდეგ ითამაშოს.

ტონალი ფსონების გაკეთებაშია ეჭვმიტანილი და ბრალეულობა აღიარა, რის გამოც, დისკვალიფიკაციას მიიღებს. სწორედ ამიტომ, იყო ვარაუდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებდა, მაგრამ ცნობილი ჟურნალისტის, კრეგ ჰოუპის მიხედვით, მას „დორტმუნდთან“ მატჩში მოედანზე ვიხილავთ.

ტონალი 10-თვიან დისკვალიფიკაციას მიიღებს, მაგრამ სასჯელი ძალაში დღეს არ შევა, რადგან დეტალების დაზუსტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საინტერესოა, რომ დისკვალიფიკაციის მიუხედავად, იტალიელ ფეხბურთელს „ნიუკასლში“ ვარჯიშის უფლება დარჩება.

შეგახსენებთ, რომ La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტონალიმ აღიარა, რომ ფსონი საკუთარი გუნდის თამაშებზეც განათავსა. ეს მაშინ მოხდა, როცა „მილანის“ ღირსებას იცავდა და ამის გამო, ბევრად მძიმე სასჯელი დაეკისრა, ვიდრე ნიკოლო ფაჯოლის. ფაჯოლის 12-თვიანი აკრძალვა აქვს, თუმცა 12-დან 5 თვე მოხსნილი იქნება მას შემდეგ, რაც ის ფინანსურ ჯარიმას 12 500 ევროს გადაიხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიდერი და წინამძღოლი“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
„ლიდერი და წინამძღოლი“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს