ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„ასეთ თამაშებს დიდებული ფეხბურთელების წყალობით იგებენ“ - ფედელე ხვიჩაზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ იტალიური Televomero-ს ეთერში „უნიონ ბერლინთან“ „ნაპოლის“ ფეხბურთელების თამაში შეაფასა.

რა თქვა ფედელემ:

არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ნათანს არაფერი დაუშავებია. ბრაზილიელმა ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა, რომელიც დაცვაში მიუტევებელია. მიმაჩნია, რომ ის მცველი არ არის, მაგრამ ამ პოზიციაზე თამაშობს. მცველის მხრიდან, მეტოქისთვის ასეთი სივრცეების მიცემა დაუშვებელია. შემტევებთან კონტაქტში არ შედის.

რაც შეეხება შეფასებებს, თითქმის ყველას 6 ქულას დავუწერ, რადგან ცუდი თამაშის მიუხედავად, მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ფეხბურთელებმა ეს გააკეთეს. ყველაზე ცუდი ლობოტკა იყო, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. სლოვაკს ხუთს დავუწერ. შვიდი ქულა ჯაკომო რასპადორის, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას კი მაქსიმუმი! ასეთი თამაშები მხოლოდ დიდებული ფეხბურთელების დამსახურებით შეიძლება მოიგო.

შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა შემტევმა 65-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის გაატანინა.

 „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ძალიან ბედნიერი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ“ - ხვიჩა უნიონთან მატჩის შემდეგ
“ძალიან ბედნიერი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ“ - ხვიჩა უნიონთან მატჩის შემდეგ