ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია, მაურო მელუზო
Aa
Aa

„მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს“ - მელუზო ხვიჩაზე

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, მაურო მელუზო „უნიონ ბერლინთან“ მატჩის დაწყებამდე იტალიურ მედიას რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იანვარში გუნდს ლიდერები არ დატოვებენ. მელუსო ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი სახით გუნდს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს.

რა თქვა მელუზომ:

სეზონის სტარტზე ნაპოლის გარკვეულწილად დახრილი გზა ჰქონდა. „ჯენოასთან“ ფრის შემდეგ სპექტაკლების სერია ვაჩვენეთ, რომელიც უახლოეს პერიოდში და ასევე სამომავლოდ იმედებს გვაძლევს. თამაში დავაბალანსეთ, მაგრამ შემდეგ იყო მარცხი „ფიორენტინასთან“, რომელმაც ჩვენი გეგმები ცოტა არია. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის კულტურა გვაქვს, გუნდი დაკომპლექტებულია დიდი ფეხბურთელებით და ძალიან სერიოზული სპეციალისტებით. შემადგენლობა უაღრესად კონკურენტუნარიანია, ეს არის გუნდი, რომელსაც დიდი თავდაჯერებულობა აქვს და მწვრთნელი მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნებას ახერხებს. ამით ხელმძღვანელობა კმაყოფილი ვართ და მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ყველა გრძნობს პასუხისმგებლობას.

წავლენ თუ არა დიდი სახელები იანვარში? აბსოლუტურად არა, შემადგენლობა დიდია, რაც სიმშვიდის საშუალებას გვაძლევს. ყველაფრის გაუმჯობესება შესაძლებელია, ამასთან დაკავშირებით, დისკუსიებია მოგვიანებით გვექნება. აუცილებლად გვექნება შეხვედრები, რათა გავიგოთ რა და როგორ ჯობია. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი პირველივე დღიდან ჩვენს გვერდითაა და ეს ყველას სტიმულს აძლევს, თუმცა, გუნდში ტექნიკურ საკითხებს მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს.

კვარას ხელახლა დაბადება? მან ყველაფერი თავისით გააკეთა. მისი სახით, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. ის არის დიდი ფიზიკური და ტექნიკური თვისებების მქონე ფეხბურთელი, ის პროფესიონალურად ყურადღებიანი ბიჭია და თავის დროზე, ტრავმამ მასზეც იმოქმედა. უდავოა, რომ შარშან მან კრისტალური კლასი აჩვენა.

ამ კომენტარის შემდეგ, „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „უნიონ ბერლინი“ მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მატჩის ბოლოს ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაში ერთ მომენტში შეცვალა - დი ლორენცო ხვიჩას მადლიერია
თამაში ერთ მომენტში შეცვალა - დი ლორენცო ხვიჩას მადლიერია