ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ლიდერი და წინამძღოლი“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო 89 წუთი ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლის ეპიზოდში მთავარი როლი ითამაშა. 65-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ სწორედ ხვიჩას ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ამის გარდა, ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა, ასრულებდა ჩვეულ დრიბლინგებს, პასებს და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, რამაც საბოლოოდ მატჩის MVP-ის ჯილდოც მოუტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლენიანმა იტალიურმა სააგენტოებმა ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასეს.

როგორია იტალიური მედიის შეფასება:

Gazzeta – 6.5 ქულა: ის ერთადერთი იყო, რომელიც მეტოქის კართან საფრთხეებს ქმნიდა. ჯერ შორეული გასროლით სცადა, შემდეგ კი დაცვა გაარღვია და გადამწყვეტი საგოლე პასი გააკეთა.

Corriere dello Sport – 7.5 ქულა: მეტოქეს პირველი ყვითელი ბარათი მე-10 წუთზე მიაღებინა (ტრიმელი), მოგვიანებით კი ჰებერერი დასაჯა. და ის აგრძელებს თავის საქმეს. ხვიჩა მარტო იყო, ერთადერთი, ვინც მოწინააღმდეგეს გვერდს უვლიდა, მიუხედავად აარონსონისა და დოეხის ორმაგი დაცვისა. მეორე ტაიმის სტარტზე ის ჯადოქრობას გვთავაზობს, მაგრამ დიდებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. და შემდეგ მეორეს აკეთებს, იშორებს ტრიმელს და რასპას ატანინებს. მარტივია, არა? მასთან ერთად დიახ! როდესაც რუდიმ მოედნიდან გაიყვანა, ისევ მოედანზე იყო, როგორც ლიდერი და წინამძღოლი.

Tuttomercatoweb – 7 ქულა: უნიონ ბერლინის დაცვას პრობლემებს მხოლოდ მისი სიკაშკაშე უქმნიდა. შეხვედრის 1 საათის შემდეგ, მისმა სპექტაკლმა ნაპოლის ჯგუფური ეტაპის დაძლევისკენ გზა გაუხსნა.

Eurosport – 7 ქულა: გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის წინააღმდეგ დაცვა გამუდმებით სამმაგი იყო, რაც აიძულებდა, რომ ვერ ეთამაშა. შემდეგ კი სცენაზე თავისი აჩქარებით წარსდგა, მარცხენა ფლანგი გაარღვია და თავისებურად, ოქროს საგოლე პასი გააკეთა.

Calciomercato – 7 ქულა: ჩვეული მოძრაობები იყო როგორც დრიბლინგში, ისე სივრცეების ათვისებაში. მეტოქის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ბლეფი შემოგვთავაზა იმ გაგებით, რომ ხვიჩას წინააღმდეგ არა ერთი, არამედ 11 გალია იყო აგებული. სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან კაცი ჩნდებოდა. პირველ ტაიმში თითქოს მეტოქის დაცვას დაემორჩილა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე ყველაფერი ჩამოიშორა და თავისი შელოცვით ჯერ მეტოქის კარს დაემუქრა, შემდეგ კი რასპადორის გამოზომილი საგოლე გადაცემა გაუკეთა. ის გადამწყვეტი ფეხბურთელია, რომელიც ნაპოლის ოსიმენის დაბრუნებამდე ჟანგბადივით სჭირდება.

Calcionapoli1926 – 7 ქულა: ბილეთის ყიდვა მხოლოდ მისი თამაშის საყურებლადაც ღირს. მას ჩემპიონის ხარისხი აქვს.

ხვიჩას ყველა ეპიზოდი უნიონ ბერლინთან

საგულისხმოა, რომ ყველა სააგენტომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა და ის ყველას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ამჯერად სერია A-ში, 29 ოქტომბერს გამართავს. რუდი გარსიას გუნდის მეტოქე „მილანი“ იქნება. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მას ყოველთვის ვერ შეაჩერებ - უნიონის მწვრთნელი კვარაზე
მას ყოველთვის ვერ შეაჩერებ - უნიონის მწვრთნელი კვარაზე