სტეფ კარი, ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი
Aa
Aa

NBA დაბრუნდა | დენვერმა ლეიკერსი დაამარცხა, ფინიქსმა გოლდენ სტეიტს მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის 2023/24 წლების სეზონი კოლორადოში გაიხსნა, სადაც მოქმედი ჩემპიონი, „დენვერ ნაგეთსი“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა. მატჩის დაწყებამდე, „დენვერის“ კალათბურთელებს საჩემპიონო ბეჭდები გადასცეს, შემდეგ კი საჩემპიონო ბანერი აღმართეს.

შეხვედრას რაც შეეხება, „ნაგეთსმა“ ბრწყინვალედ იასპარეზა და 119:107 იმარჯვა. „დენვერს“ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა და 29 ქულა, 13 მოხსნა და 11 ასისტი გააკეთა. ჯამალ მიურეის 21 ქულა ჰქონდა, კენტავიუს კალდუელ-პოუპს - 20. „ლეიკერსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 21 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო. ტორინ პრინსსა და ენტონი დევისს 18 და 17 ქულა ჰქონდათ.

„ლეიკერსისა“ და „დენვერის“ შემდეგ, „გოლდენ სტეიტ უორიორსისა“ და „ფინიქს სანსის“ მატჩი ვიხილეთ. კევინ დურანტი ყოფილ გუნდს სტუმრად დაუპირისპირდა და არიზონელებმა 108:104 იმარჯვეს. „ფინიქსმა“ პირველი ტაიმი 15 ქულით მოიგო, თუმცა მესამე მეოთხედში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „გოლდენ სტეიტმა“ პერიოდი 40:19 მოიგო და 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

„სანსს“ დევინ ბუკერმა ულიდერა და 32 ქულა, 6 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა. „კეიდის“ 18 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, იუსუფ ნურკიჩმა კი „ფინიქსის“ მაისურით გამართულ სადებიუტო შეხვედრაში 14 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ყველაზე მეტი, 27 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. კრის პოლმა 14 ქულა გააკეთა, კლეი ტომპსონმა - 15.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაში ერთ მომენტში შეცვალა - დი ლორენცო ხვიჩას მადლიერია
თამაში ერთ მომენტში შეცვალა - დი ლორენცო ხვიჩას მადლიერია