ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, უნიონ ბერლინი
Aa
Aa

“ძალიან ბედნიერი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ“ - ხვიჩა უნიონთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ჯვაროსნების“ შემტევი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და UEFA-სთან კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ხვიჩამ?

„პირველ რიგში, გამარჯვებით და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი ბედნიერი ვარ, მაგრამ წინ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს. ასე უნდა გავაგრძელოთ და თამაშები მოვიგოთ. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა დაფასებისთვის. ამას ვაფასებ.

ვფიქრობ, კარგი საგოლე პასი გამომივიდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რასპადორიმ გაიტანა. მას ამის გამო მადლობას ვუხდი. ასე გაგრძელება და გამარჯვებები გვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ყველა გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. დღეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო."

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ უკვე საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 8 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი „უნიონ ბერლინთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოსენსი: “მეორე ტაიმში კვარაცხელიამ დაგვტანჯა“
გოსენსი: “მეორე ტაიმში კვარაცხელიამ დაგვტანჯა“