რუდი გარსია: “რასპადორიმ ხვიჩას ლამაზი პასით ბრწყინვალე გოლი გაიტანა“
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა გარსიამ?
„თითქმის არაფერს შევუწუხებივართ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სახიფათო არ ვიყავით. ვიცოდით, რომ ამ მატჩს ადვილად ვერ მოვიგებდით, რადგან გუნდი, რომელსაც ზედიზედ 8 წაგება აქვს, აუცილებლად ბოლომდე საბრძოლველად გამოვა.
მეორე ტაიმში შედარებით მომთმენები ვიყავით. ბურთს უკეთესად ვაკონტროლებდით და სივრცეებს ვეძებდით. სწორედ ასეთ მომენტში, კვარაცხელიას ლამაზი პასით რასპადორიმ ბრწყინვალე გოლით გაიტანა. ეს ძალიან მომეწონა.
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პირველი ტაიმი კარგი არ იყო. ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება. რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა. საბოლოო ჯამში ბევრი პოზიტიური რამ დავინახე დღეს.“
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ უკვე საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 8 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.
ხვიჩას ყველა მომენტი „უნიონ ბერლინთან“