ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, უნიონ ბერლინი
Aa
Aa

Sofascore - ხვიჩამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა SofaScore-მა „პარტენოპეის“ ფეხბურთელები შეაფასა. ქართველმა ვარსკვლავმა კი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

Sofascore:

მერეტი(7.3), ნათანი(7.4), რაჰმანი(7.2), დი ლორენცო(7.2), ლობოტკა(6.9), კაიუსტე(6.9), ზიელინსკი(7.0), რასპადორი(7.3), პოლიტანო(7.1), კვარაცხელია(7.8), ლინდსტრომი(6.8), სიმეონე(6.7), მატიას ოლივეირა(6.8), ელმასი(6.9).

ცნობისთვის, ამ გამარჯვებით, რუდი გარსიას გუნდმა მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ მომენტისთვის, „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და მის უახლოეს მდევარს „ბრაგას“ 3 ქულით უსწრებს. პირველ პოზიციაზე კი „რეალია“ 9 ქულით.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „უნიონ ბერლინს“ უკვე საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 8 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი უნიონ ბერლინთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს თასის 1/4-ფინალები - საბურთალო და ბათუმის დინამო ნახევარფინალში გავიდნენ
საქართველოს თასის 1/4-ფინალები - საბურთალო და ბათუმის დინამო ნახევარფინალში გავიდნენ