რონალდუს ბენეფისი - ეფექტური გოლები და საგოლე პასი
აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ალ ნასრიმ“ „ალ დუჰალს“ უმასპინძლა და უშეღავათო ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც ორი ეფექტური გოლი გაიტანა და ასევე ერთი ეფექტური საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ტალისკას გაატანინა, ხოლო თავად 61-ე და 81-ე წუთებზე გაისროლა. განსაკუთრებული სილამაზის გამოდგა მეორე გოლი. კრიშტიანუმ შორიდან მარცხენა ფეხით დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ალ ნასრის“ ჯგუფში 9 ქულა დაუგროვდა და პირველ პოზიციაზე იმყოფება.