საქართველოს თასის 1/4-ფინალები - საბურთალო და ბათუმის დინამო ნახევარფინალში გავიდნენ
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ორი მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართა.
გორის დილამ „საბურთალოს“ უმასპინძლა. 120 წუთი ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უკეთესი თბილისური გუნდი იყო.
მასპინძელთა მხრიდან თერთმეტმეტრიანები ალეფ სანტოსმა და კუჩურენკომ გააფუჭეს, ხოლო სტუმართა მხრიდან ერთი პენალტი ჩადუნელმა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ 4:3 და საბურთალო ნახევარფინალში გავიდა.
მეორე მატჩი კი ნაკლებად დაძაბული გამოდგა. „ირაომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. წიტაიშვილის და მამუჩაშვილის გოლებით აჭარლები დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს, „ირაომ“ ერთი ბურთი გაქვითა. თავი ქონიაშვილმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმში, სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს და მიყოლებით ორი გოლი გაიტანეს. 66-ე წუთზე თავი ფაცაციამ გამოიჩინა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე კაპანაძემ დააფიქსირა.