ზინედინ ზიდანი, პიერლუიჯი გოლინი, მარკო მატერაცი
Aa
Aa

გოლინიმ და დი ლორენცომ ზიდანისა და მატერაცის ინციდენტზე იხუმრეს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე იმართება, სადაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა.

მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე, „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა პერლუიჯი გოლინიმ და ჯოვანი დი ლორენცომ ზინედინ ზიდანს დასცინეს.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მუნდიალის ფინალში ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მარკო მატერაცის თავი დაარტყა და მინდვრიდან გააძევეს.

გოლინიმ და დი ლორენცომ კი სწორედ ამ ინციდენტის იმიტაცია სიცილით გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვეკვესკირი: ფეხბურთი მენატრებოდა, ეს პასი სრულყოფილი იყო
კვეკვესკირი: ფეხბურთი მენატრებოდა, ეს პასი სრულყოფილი იყო