ვლადიმირ ვაისი, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოვიგეთ - ვაისმა კანკავა შეაქო

სლოვაკეთის სუპერ ლიგის მე-11 ტურში „სპარტაკ ტრნავა’’ შინ ბრატისლავის „სლოვანთან’’ 1:2 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო 11-ეულში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. მატჩის შემდეგ „სლოვანის’’ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავაზე ისაუბრა.

„ვიცოდი რომ მეტოქეზე ზეწოლა უნდა მოგვეხდინა. კუცკა და კანკავა ჩემპიონატში საუკეთესო ნახევარდაცვის წყვილს ქმნიან, თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოვიგეთ, ორთაბრძოლების უმეტესობა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. კარგ სტატისტიკას ინარჩუნებენ''.

37 წლის ჯაბა კანკავამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 19 მატჩი ჩაატარა (15 სასტარტოში).

შეგახსენებთ, ვაისმა კანკავას შესახებ გასულ თვეშიც ისაუბრა, როცა „სლოვანი'' „დუნაისკა სტრედასთან'' დამარცხდა.

„არ შეიძლება ნორმალური იყოს, რომ ჯაბა კანკავა ჯერ კიდევ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია. მან ამ თამაშში მისი გული და ემოცია ჩადო. სასტარტოში ვათამაშე, რადგან ეს დაიმსახურა. საოცარია, როგორც იბრძვის კლუბისთვის და ჩემთვის''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები