პუშიჩი დანიშნეს - აზაროვს და გოჩოლეიშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავთ
რამდენიმე დღის წინ, დონეცკის შახტარიდან პატრიკ ვან ლეუვენი გაუშვეს და მის ნაცვლად დროებით დარიო სრნა დანიშნეს.
დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ უკრაინულმა გუნდმა მარინო პუშიჩთან მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ბოლოს „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.
მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა და ოფიციალური წარდგენა უახლოეს 24 საათში მოხდება. დიდი ალბათობით, „შახტარს“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ სწორედ პუშიჩი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ლეუვენის მწვრთნელობის დროს, ირაკლი აზაროვი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, ხოლო გოჩოლეიშვილი ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე გვევლინებოდა.
???????? Marino Pusic has just signed the contract as Shakhtar Donetsk manager, leaving Feyenoord with an immediate effect. https://t.co/FRuZA7kfXE
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 24, 2023