ვაჟა მარგველაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია!
აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემის პირველივე დღეს, საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.
-66 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ვაჟა მარგველაშვილი უზბეკ მუხრიდინ ტილოლოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
ფინალამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში რუსლან ფაშაევს ორი ვაზარით მოუგო, უფრო ადრე კი თურქი მუჰამედ დემირელი და ფრანგი რომარიკ ვენდ-იამ ბოუდა დაამარცხა.
ამავე წონაში დღესვე კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ალეკო კასრაძემ იასპარეზა, თუმცა პირველივე შეხვედრაში ყირგიზეთის წარმომადგენელ ყუბანიჩბეკ აიბეკ ულუსთან დამარცხდა.
დღესვე, -60 კგ. წონით კატეგორიაში ტურნირზე ლუხუმ ჩხვიმიანიც წარსდგა, თუმცა პირველივე წრეში ბრაზილიელ მატეუშ ტაკაკისთან დამარცხდა.