მილანი, პსჟ, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“გადამწყვეტი მატჩია“ - ენრიკე და დონარუმა მილანთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „პარი სენ ჟერმენი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ლუის ენრიკემ და ჯანლუიჯი დონარუმამ კომენტარი გააკეთეს.

ენრიკე:

„ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ეს პლეი-ოფის მატჩია. ვფიქრობ, მერვედფინალის საგზურის მფლობელების ვინაობა ბოლო ტურამდე არ გაირკვევა. მომავალი ორი შეხვედრა ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია, რადგან ასე უპირატესის კონტურები გამოიკვეთება.

რას ველოდები „მილანისგან“? არაფერს. მე „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ვარ და სხვა გუნდზე არ ვფიქრობ. „მილანი“ 4-3-3 სისტემით თამაშობს და თავს კარგად იცავს. ხანდახან პიოლის გუნდი თავს 5 მცველით იცავს. ეს გაანალიზებული მაქვს. მათ ადაპტირება შეუძლიათ. ჩვენ, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.“

დონარუმა:

„“მილანთან“ თამაში ძალიან ემოციური იქნება. ეს ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია. მაქსიმალურად ვეცდები ემოციები მოვთოკო და თამაშზე მოვახდინო კონცენტრაცია. პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ახალი მწვრთნელით ახალი გამოწვევები დავიწყეთ. მოხარული ვართ, რომ ლუის ენრიკე გვყავს. ყოველ კვირას უკეთესად ვთამაშობთ. ვფიქრობ, გაუმჯობესების შესანიშნავი შანსი გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჯგუფს 4 ქულით „ნიუკასლი“ ლიდერობს. მეორე პოზიციაზე „პარი სენ ჟერმენია“ 3 ქულით. „მილანი“ 2 ქულით მესამე პოზიციაზე მოგვევლინა, ხოლო ცხრილის ბოლო ნაწილში 1 ქულით „დორტმუნდია“.

ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 25 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიში მარსელი ფეხბურთელი თამაშობს“ | რა თქვა კასანომ ხვიჩაზე
„ნაპოლიში მარსელი ფეხბურთელი თამაშობს“ | რა თქვა კასანომ ხვიჩაზე