ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

„ნაპოლიში მარსელი ფეხბურთელი თამაშობს“ | რა თქვა კასანომ ხვიჩაზე

„რეალის“, „რომასა“ და „ინტერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა საინტერესო განცხადება გააკეთა და „კვარას“ უცხოპლანეტელი უწოდა.

„ნაპოლის პრობლემა მარტივია და ჯერ კიდევ არაა მოგვარებული. მასზე დაბალი დონის გუნდების წინააღმდეგ პარტენოპეის პრობლემები არ ექმნება, სხვებთან ყველაფერი სხვანაირადაა. მართალია, ვერონასთან გაუჭირდათ, მაგრამ ნაპოლიში მარსელი (კვარაცხელია) თამაშობს და მან განსხვავება შექმნა. ვერონასთნ მატჩში კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო და თან 50-მეტრიან კონტრშეტევაზე გადასვლის უფლებაც მისცეს. 

ხვიჩა ძალიან ძლიერია, კაიუსტეც მომეწონა, მაგრამ ნახევარდაცვის უკან ნაპოლის სერიოზული პრობლემები აქვს და ვერონას შესანიშნავი მომენტები ჰქონდა. გასულ სეზონში, დი ლორენცო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო, მიმდინარე სეზონში კი საკუთარ თავს არ ჰგავს. ვერონასთან მოიგეს, რადგან მეტოქეზე კარგი გუნდი ჰყავთ და მაინტერესებს, თავიანთი დონის ან უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან როგორ ითამაშებენ“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. მისი მომდევნო გამოწვევა ჩემპიონთა ლიგა და „უნიონ ბერლინთან“ გასამართი მატჩია, რომელსაც რამდენიმე საათში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უდიდესი ალბათობით ასე მოხდება | აიაქსმა სტეინის შემცვლელი შეარჩია
უდიდესი ალბათობით ასე მოხდება | აიაქსმა სტეინის შემცვლელი შეარჩია