გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბელგიური მედია: “სტეინის გაშვებამ მიქაუტაძეს შვება უნდა მოჰგვაროს“

როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის „აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა გიორგი მიქაუტაძეს და ითამაშებს, თუ არა ხშირად ახალი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ.

ამსტერდამულ კლუბში არეულობაა და ყველაფერი მუქ ფერებშია დახატული. ამ სიტუაციაზე ბელგიური გამოცემა წერს და გვამცნობს, რომ ქართველი ფეხბურთელის ბელგიაში დაბრუნების შესანიშნავი შანსი არსებობს.

რას წერს walfoot.be?

„გასაკვირია, რომ სტეინი გაუშვეს, რადგან ის არ ენდობოდა ფეხბურთელს, რომელსაც გასულ სეზონში უამრავი გოლი გაჰქონდა. „აიაქსმა“ ერედივიზიონში ჯერჯერობით მხოლოდ 11 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე წარუმატებელ სეზონთან ასოცირდება. რეალურად, სტეინის წასვლამ მიქაუტაძეს შვება უნდა მოჰგვაროს.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ არ შეიცვლება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბელგიაში დასაბრუნებლად შესანიშნავი მომენტი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი „სერენის“ ღირსებას იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 57 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ცვლილებები მსოფლიო რაგბიში | ახალი ტურნირი დამტკიცებულია
დიდი ცვლილებები მსოფლიო რაგბიში | ახალი ტურნირი დამტკიცებულია