სანდრო ტონალი
Aa
Aa

10-თვიანი დისკვალიფიკაცია | იტალიური პრესის ინფორმაცია ტონალის სასჯელზე

„ნიუკასლის“ ფეხბურთელის, სანდრო ტონალის საქმეზე, რომელიც არალეგალური ფსონების განთავსებას უკავშირდება, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. გავლენიანი იტალიური გამოცემების მიხედვით, ტონალი პროკურატურას აღიარებით ჩვენებას მისცემს და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდება.

Sportitalia-ს მიხედვით, სანდრო 10-თვიან დისკვალიფიკაციას მიიღებს და 7-თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს. ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება და ყველაფერი დადასტურდება.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტონალიმ აღიარა, რომ ფსონი საკუთარი გუნდის თამაშებზეც განათავსა. ეს მაშინ მოხდა, როცა „მილანის“ ღირსებას იცავდა და ამის გამო, ბევრად მძიმე სასჯელი დაეკისრა, ვიდრე ნიკოლო ფაჯოლის.

ცნობისთვის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ფაჯოლის 12-თვიანი აკრძალვა აქვს, თუმცა 12-დან 5 თვე მოხსნილი იქნება მას შემდეგ, რაც ის ფინანსურ ჯარიმას 12 500 ევროს გადაიხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal Italia-მ დუბლის ავტორი კვარა ტურის სიმბოლურში არ შეიყვანა
Goal Italia-მ დუბლის ავტორი კვარა ტურის სიმბოლურში არ შეიყვანა