Goal Italia-მ დუბლის ავტორი კვარა ტურის სიმბოლურში არ შეიყვანა
იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, „პარტენოპეის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ორი გოლი გაიტანა, თუმცა, ეს Goal Italia-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
Goal Italia-ს საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება: ვოიცეხ შესნი, ალესიო რომანიოლი, ლორენცო დე სილვესტრი, დანიელე რუგანი, ლეონარდო სპინაცოლა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, მანუელ ლოკატელი, მატეო პოლიტანო, ლუის ალბერტო, ფელიპე ანდერსონი, ბულაიე დია.
⛔️ Szczesny
— GOAL Italia (@GoalItalia) October 24, 2023
???? De Silvestri
???? Calhanoglu-Locatelli
⚡️ Politano
La Top 11 della 9ª giornata di #SerieA pic.twitter.com/SJyJCOZN33
როგორც ხედავთ, გარემარბების პოზიციებს მატეო პოლიტანო და ფელიპე ანდერსონი იკავებენ. ამ უკანასკნელმა „სასუოლოსთან“ მატჩში გოლი გაიტანა, პოლიტანო კი „ვერონასთან“ შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ Goal Italia-ს პოზიციას არ იზიარებს Sofascore-ი და სტატისტიკურმა სააგენტომ კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. „ტვიტერის“ გვერდმა, Total Italian Football-მა კი, რომელსაც 47 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, „კვარა“ საერთოდ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
???? SERIE A PLAYER OF THE WEEK! ????????
— Total Italian Football (@SerieATotal) October 24, 2023
Khvicha Kvaratskhelia looked back to his best for Napoli against Verona as the Georgian scored twice and earned his place as Player of the Week. ????????#SerieA #POTW pic.twitter.com/c3WZm8MmJO
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. მისი მომდევნო გამოწვევა ჩემპიონთა ლიგა და „უნიონ ბერლინთან“ გასამართი მატჩია, რომელსაც რამდენიმე საათში ვიხილავთ.