„იანვარში ილიას არ უნდა ეჩხუბოს“ - მახაჩევი ვოლკანოვსკის პაუზის აღებას ურჩევს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა, რომელიც UFC 294-ზე ნოკაუტით დაამარცხა. მახაჩევმა „ვოლკს“ ურჩია, გრძელვადიანი პაუზა აიღოს და იანვარში ილია თოფურიას არ ეჩხუბოს.
„ალექსმა იანვარში არ უნდა იჩხუბოს და პაუზა სჭირდება. თვალთან სერიოზული ჭრილობა აქვს და ძალიან კარგი ჰედ კიკი გაუშვა, რის გამოც, მისთვის დასვენება აუცილებელია. 100 პროცენტით.
თუ ვოლკანოვსკის ჭკუა აქვს, თუ მისი გუნდის წევრებს ჭკუა აქვთ, რამდენიმე თვიან პაუზას აიღებენ, რადგან მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით კი არ მოვიგე, ჰედ კიკით დავამარცხე. გადაწყვეტილება მხოლოდ მისმა მწვრთნელებმა არ უნდა მიიღონ. არჩევანი მისმა ექიმმა და მისი გუნდის წევრებმა უნდა გააკეთონ“.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევთან წაგებული ბრძოლის შემდეგ, ვოლკანოვსკიმ განაცხადა, რომ სურს, აქტიური იყოს და მომდევნო ჩხუბი იანვარში, „ელ მატადორის“ წინააღმდეგ გამართოს. UFC-ის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უცხოური გამოცემების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ვოლკს“ იანვარში ბრძოლის საშუალება მისცენ.
WATCH????: ISLAM MAKHACHEV FIRST RD KO‼️ pic.twitter.com/OyWS8N3r3T
— Officer Lew (@officer_Lew) October 21, 2023