გიორგი მამარდაშვილი, ხოსე გაია, უგო დურო, რუბენ ბარახა
Aa
Aa

ვალენსიას გამარჯვება კადისთან - მამარდამ 3 მაგარი ბურთი აიღო

ლა ლიგის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „კადისს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ქართველი მეკარე ტრადიციულად „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მორიგი დასამახსოვრებელი პერფორმანსი შემოგვთავაზა. მამარდაშვილმა შეხვედრა 4 სეივით დაასრულა, მათ შორის 3 კი მატჩის დასკვნით 5 წუთში შეასრულა, რითაც საკუთარი გუნდი აშკარა გაშვებულ გოლებს გადაარჩინა.

თუ არ ჩავთვლით დასკვნით 5 წუთს, „ვალენსია“ მთელი თამაშის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. მასპინძლები მე-4 წუთზე ხოსე გაიამ დააწინაურა.

22-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა მეტოქეზე უხეშობის გამო მოედნიდან „კადისის“ ფეხბურთელი, რობერტ ნავარო გააძევა, რამაც სტუმართა ამოცანა კიდევ უფრო გაართულა.

წითელი ბარათიდან ზუსტად 3 წუთში, უგო დურომ „კადისის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და „ვალენსიას“ უპირატესობის ბოლომდე მიყვანა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

საბოლოოდ, „ღამურებმა“ 2:0 გაიმარჯვეს და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 გამარჯვება ჩაიწერეს. 10 ტურის შემდეგ, რუბენ ბარახას გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა