აიაქსმა მორის სტეინი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ამსტერდამის „აიაქსმა“ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მორის სტეინი თანამდებობიდან გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კლუბის ხელმძღვანელებსა და 49 წლის სპეციალისტს შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზები განიხილეს. საბოლოოდ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მორის სტეინს ამსტერდამული გრანდი უნდა დაეტოვებინა.
Ajax and Maurice Steijn will part ways with immediate effect. The club management and Steijn have agreed that the coach will step down from his position.
— AFC Ajax (@AFCAjax) October 23, 2023
შეგახსენებთ, რომ „აიაქსის“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ასპარეზობს, თუმცა, ქართველ ფეხბურთელს სტეინის ხელმძღვანელობით ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა.
მორის სტეინის ხელმძღვანელობით, „აიაქსს“ მიმდინარე სეზონში კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. ერედივიზიონში 9 ტურის შემდეგ ამსტერდამელები 4 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზე იმყოფებიან.