ხვიჩა კვარაცხელია, უნიონ ბერლინი
Aa
Aa

„კვარაცხელიას ხვალ მძიმე საღამო ექნება“ - უნიონის მცველის აგენტი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად ბერნილის „უნიონს“ დაუპირისპირდება. მოახლოებულ შეხვედრაზე გერმანული კლუბის მცველის, დანილო დოეხის აგენტმა ისაუბრა და ნეაპოლური გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. სერაინო დალგლიშმა რადიო CRC-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს ხვალ რთული მატჩი ექნება.

რას ამბობს დალგლიში:

უნიონ ბერლინმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ყველაფერი სწორად მუშაობდა, სანამ გუნდი სამ დღეში ერთხელ თამაშს დაიწყებდა. მაგრამ „უნიონს“ დღეს კარგი ხარისხი აქვს და მასთან თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია.

„ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი, მაგრამ „უნიონიც“ თანაბრად ძლიერია, როდესაც საკუთარ მოედანზე თამაშობს. ნეაპოლელებისთვის რთული შეხვედრა იქნება და ამ მატჩში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. გამარჯვება როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს შეუძლია.

ხვიჩა კვარაცხელია ხვალ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაცვის ხაზს დაუპირისპირდება, რომელიც ძალიან მოტივირებულია და მას რთული საღამო ექნება. კარგი იქნებოდა ოსიმენსაც რომ ეთამაშა, რადგან დოეხისთვის ეს უფრო დიდი მოტივაცია და პრივილეგია იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის „უნიონისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 24 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“
მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“