ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ცნობილ რუს MMA-ს მებრძოლს 7 წლით პატიმრობა ემუქრება

ცნობილ რუს MMA-ს მებრძოლს ილიას იაკუბოვს, რომელსაც UFC-ში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა და 7 წლით პატიმრობა ემუქრება.

ილიას იაკუბოვი რუსეთში ყოველთვის გამოირჩეოდა ოქტაგონს მიღმა სხვადასხვა სკანდალებით, თუმცა, საქმე ახლა იმაზე რთულადაა, ვიდრე ეს თავად იაკუბოვს ჰგონია. 2023 წლის ოქტომბერში, რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ტერორისტულ მოქმედებებს ამართლებდა. ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ტრიალებდა, რითაც საბოლოოდ რუსი სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ და იაკუბოვი ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

როგორც ჩანს, თავად იაკუბოვმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან 21 ოქტომბერს, ის აბუ-დაბიში UFC 294-ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა და საინტერესოა, რომ იქაც, რუსი მებრძოლი კინაღამ სხვა ჩხუბის მონაწილე გახდა. მისი უახლოესი მეგობარი და ასევე MMA-ს მებრძოლი, შოვჰალ ჩურჩაევი UFC-ის მებრძოლ, პაულო კოსტას დაუპირისპირდა, თუმცა იაკუბოვმა ჩხუბში ჩართვა ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, აბუ-დაბიდან იაკუბოვი რუსეთში დაბრუნდა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რუს მებრძოლს ბრალად ედება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2-ე მუხლის დარღვევა, რაც ინტერნეტსაინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, ტერორისტული ქმედებების საჯაროდ გამართლებას გულისხმობს, რაც 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგულისხმოა, რომ ილიას იაკუბოვს აქტიურად ლობირებდა UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი, რომელმაც ორგანიზაციის პრეზიდენტ დენა უაითთან რეკომენდაცია რამდენჯერმე გაუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Mercedes G-Class-ი აჩუქა | ჩიმაევმა კადიროვს პალესტინაში საბრძოლველად გაშვება სთხოვა
Mercedes G-Class-ი აჩუქა | ჩიმაევმა კადიროვს პალესტინაში საბრძოლველად გაშვება სთხოვა