ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

Mercedes G-Class-ი აჩუქა | ჩიმაევმა კადიროვს პალესტინაში საბრძოლველად გაშვება სთხოვა

UFC 294-ის თანამთავარი მოვლენა კამარუ უსმანისა და ხამზატ ჩიმაევის დაპირისპირება გახლდათ. „ბორზმა“ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო და გამარჯვების შემდეგ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურისგან, რამზან კადიროვისგან საჩუქარი მიიღო.

ჩიმაევმა სოციალურ ქსელებში ფოტო გაავრცელა და საკუთარ გამომწერებს აუწყა, რომ კადიროვმა საჩუქრად ძვირადღირებული ავტომობილი, Mercedes G-Class-ი გადასცა. საინტერესოა, რომ უსმანთან ჩხუბამდე ხამზატმა თქვა, რომ კადიროვმა მას Mercedes-ის მარკის სამი ავტომობილი უკვე აჩუქა.

სხვათა შორის, „ნიგერიელ კოშმართან“ მოგებული ბრძოლის შემდეგ, ჩიმაევმა განცხადება გააკეთა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ბორზმა“ კადიროვს ჩეჩნურ ენაზე მიმართა და პალესტინაში საბრძოლველად წასვლის უფლება სთხოვა.

„ფადიშახ, ჩვენო ეროვნულო ლიდერო, დაე, ალაჰი იყოს თქვენით კმაყოფილი. თქვენი მხარდაჭერის წყალობით, ოქტაგონზე ბრძოლა პრობლემა არ არის და თუ მომცემთ უფლებას, ვფიცავ, პირველი ვიქნები, ვინც პალესტინაში წავა. გთხოვთ, მომეცით იარაღი, რომ პალესტინაში საბრძოლველად წავიდე. ჩემს სიკვდილს ისე არ განვიცდი, როგორც ჩემი მუსლიმი ძმებისა და დების სიკვდილს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ კადიროვი აბუ დაბიში იმყოფებოდა და უსმანთან ჩხუბის შემდეგ, ჩიმაევს შეხვდა. კადიროვმა „ბორზი“ თვითმფრინავით ჩეჩნეთში ჩაიყვანა და საზეიმო დახვედრაც მოუწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“
მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“