“მაკდონალდსში ვახშამზე დაგვპატიჟე“ - კანსელუ გიუს ეხუმრა
ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ ბილბაოს „ატლეტიკი“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
მატჩში ერთადერთი გოლი 17 წლის მარკ გიუმ გაიტანა, რომელიც „ბლაუგრანას“ აკადემიის აღზრდილი გახლავთ.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, ბარსას ფეხბურთელები გუიუსთან მივიდნენ და გოლს კიდევ ერთხელ ულოცავდნენ. ჟოაუ კანსელუ კი ყველაზე მხიარული აღმოჩნდა.
პორტუგალიელმა უკანახაზელმა მარკს ხუმრობით უთხრა:
„ახლავე უნდა წახვიდე და ჩვენთვის ვახშამი იყიდო. მაკდონალდსის ვახშამზე დაგვპატიჟე.“
???? ¡El vacile de Joao Cancelo a Marc Guiu!
— Directo Gol (@DirectoGol) October 22, 2023
???? "Tienes que pagar una cena en el McDondald's"
???? #DirectoGol pic.twitter.com/6ODUrCsRkj
რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა გიუს ასაკიდან გამომდინარე იყო. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორი რეაქცია აქვთ მარკის გოლზე მის მშობლებს.
???? Marc Guiu’s family reacting to his goal on first professional appearance…
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 22, 2023
Football. ❤️✨ pic.twitter.com/W7kGRuiEdk
შეგახსენებთ, ამ გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონამ“ „რეალთან“ სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. ლა ლიგის შემდეგ ტურში კი გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ.