ხვიჩა კვარაცხელია, ჟოზე ალტაფინი
Aa
Aa

მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“

„მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჟოზე ალტაფინიმ სტეფანო პიოლის გუნდზე ისაუბრა და „როსონერის“ მთავარი პრობლემა დაასახელა. ალტაფინი „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებასაც შეეხო, რომელსაც მომდევნო უქმეებზე ვიხილავთ და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„მილანს ბოლო წლებია ორი პრობლემა აქვს. გუნდს არ ჰყავს ჟირუს შემცვლელი ცენტრფორვარდი და მარჯვენა გარემარბი. სამწუხაროდ, კონტრშეტევებზე გოლებს სულ ვუშვებთ და გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც მილანმა იუვენტუსთან გამართა, გატი ლეაუზე 5-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა ბოლო წუთამდე გაფრთხილება არ მიუღია. არ შეიძლება, ფეხბურთელმა მეტოქის ინიციატივა წესების დარღვევით ამდენჯერ შეაჩეროს.

ნაპოლისა და მილანის მატჩს რაც შეეხება, ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება პარტენოპეიმ კარგად ჩაატარა. კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და იგი ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება. ნაპოლისთან მილანს ტეო ერნანდესი ეყოლება, რომელიც ძლიერი მცველია და მაიკ მენიოც დაბრუნდება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. პროგნოზის გასაკეთებლად რთული მატჩი იქნება. რუდი გარსია კარგი მთავარი მწვრთნელია, მაგრამ გაოგნებული დამტოვა, როცა ოსიმენი და კვარაცხელია შეცვალა“.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერ „ინტერს“ 1 ქულით ჩამორჩება. „როსონერისა“ და „პარტენოპეის“ დაპირისპირებას 29 ოქტომბერს ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფეხბურთო აგენტი: „მიქაუტაძეში 16 მილიონი ევრო ძალიან ბევრია“
საფეხბურთო აგენტი: „მიქაუტაძეში 16 მილიონი ევრო ძალიან ბევრია“