გიორგი მიქაუტაძე, ტიაგო ალმადა
Aa
Aa

საფეხბურთო აგენტი: „მიქაუტაძეში 16 მილიონი ევრო ძალიან ბევრია“

ჰენკ ტიმერი „ფეიენოორდისა“ და „ალკმაარის“ ყოფილი მეკარეა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო აგენტი გახდა. რამდენიმე საათის წინ, ნიდერლანდურ პრესაში მისი კომენტარი გავრცელდა და ტიმერმა გიორგი მიქაუტაძეზე და ტიაგო ალმადაზე ისაუბრა. ზაფხულში, ორივე ფეხბურთელს „აიაქსს“ უკავშირებდნენ და ამსტერდამელებმა არჩევანი ქართველ თავდამსხმელზე შეაჩერეს.

„ტიაგო ალმადა ფანტასტიკური მოთამაშეა. მას დიდი ხანია ვიცნობ და აიაქსს მისი სახელი რამდენჯერმე ვუხსენე. კლუბთან ერთ-ერთი საუბარი წლების წინ მქონდა და ტიაგო მაშინ უნდა აეყვანათ, მაგრამ უარი თქვეს. ახლა ის 25 მილიონი ევრო ღირს.

მიქაუტაძეს რაც შეეხება, მის სანაცვლოდ ძალიან ბევრი გადაიხადეს. 16 მილიონი ევრო მის ფასზე 8 მილიონი ევროთი მეტია“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის გუნდს 7 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს. ამსტერდამელები მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავენ და სტუმრად ჩემპიონატის ლიდერს, პსვ-ს დაუპირისპირდებიან, რომელსაც 9-დან 9 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კედელს მუშტებს ურტყამდა“ - მერაბის ამბავი გაბრაზებულ ჩიმაევსა და რომან დოლიძეზე
„კედელს მუშტებს ურტყამდა“ - მერაბის ამბავი გაბრაზებულ ჩიმაევსა და რომან დოლიძეზე