მარკ გიუ
Aa
Aa

ზღაპრული დებიუტი | ბარსელონას 17 წლის ბიჭმა მოაგებინა

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში, „ბარსელონა“ საკუთარ კედლებში „ბილბაოს“ დაუპირისპირდა. კატალონიელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს და შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე, 17 წლის ფეხბურთელმა გაიტანა.

მარკ გიუმ „ბლაუგრანას“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ფერმინ ლოპესი ჩაანაცვლა. გიუ მოედანზე მატჩის 79-ე წუთზე შევიდა, 35 წამში კი ჟოაუ ფელიქსის გადაცემით ისარგებლა და შეხვედრის ერთადერთი ბურთი შეაგდო. მან თავი 17 წლისა და 291 დღის ასაკში გამოიჩინა და 21-ე საუკუნეში, „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო მატჩში გაიტანა.

„არ მჯერა... სული მეკვრება. მომენტით სიამოვნებას ვიღებ და დაუჯერებელია, რაც მოხდა. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, რათა შანსი მიმეღო და როგორც იქნა, ეს დღე დადგა. ჟოაუ ფელიქსს ბურთი ჰქონდა და დავინახე, რომ თავისუფალი სივრცე გაჩნდა. მან გადაცემა გამიკეთა და უნაი სიმონთან პირისპირ დავრჩი. მისი დონის მეკარისთვის გოლის გატანა უდიდესი პატივია. ჩავიმ მითხრა, რომ თუ მუშაობას გავაგრძელებ, შანსებს მივიღებ“, - განაცხადა 17 წლის მოთამაშემ მატჩის შემდეგ.

ცნობისთვის, „ბილბაოს“ დამარცხების შემდეგ, „ბარსელონას“ 24 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. „ბლაუგრანას“ მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ელის და საკუთარ კედლებში „შახტარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა