მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„კედელს მუშტებს ურტყამდა“ - მერაბის ამბავი გაბრაზებულ ჩიმაევსა და რომან დოლიძეზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ვატო ღვინჯილიას იუთუბ არხზე განთავსებულ ვიდეოში საინტერესო ისტორია გაიხსენა. „მანქანამ“ ხამზატ ჩიმაევსა და რომან დოლიძეზე ისაუბრა და მათი ერთ-ერთი სპარინგისას მომხდარი ამბავი გაგვიზიარა.

„Xtreme Couture-ში ვვარჯიშობდით და ხამზატ ჩიმაევი შემოგვიერთდა. მე, რომანი, გურამი ვიყავით და ჩიმაევიც მოვიდა. ჩემს სპარინგ-პარტნიორთან ვვარჯიშობდი, მთლიანად მასზე ვიყავი ფოკუსირებული და უცებ ყვირილი მესმის. გავიხედე და ვხედავ ხამზატს, რომელიც კედელს მუშტებს ურტყამს და გაგიჟებული და გამწარებულია. მის გვერდით კი რომანი სიამაყით მოაბიჯებს.

ორი წუთის შემდეგ, ჩიმაევმა მუხლზე ყინულები დაიდო. ზუსტად მომენტი არ დამინახავს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დოლიძემ სპარინგისას იგი ფეხის მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა. ხამზატმა დანებების ნიშნად, ხელი არ დაარტყა და ფეხი იტკინა, რაზეც ძალიან გაბრაზდა. მგონი, ამ ამბის შემდეგ, სამუხლით დადის. რომანი ამბობდა, რატომ არ დაარტყა ხელი, მისი ბრალიაო“.

შეგახსენებთ, რომ UFC 294-ზე ჩიმაევს პაულო კოსტას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრაზილიელმა ტრავმის გამო, ოქტაგონზე გასვლაზე უარი თქვა. „კავკასიელმა“ ხამზატთან ჩხუბის სურვილი სოციალურ ქსელში გამოთქვა, მაგრამ UFC-იმ არჩევანი კამარუ უსმანზე შეაჩერა, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაუგებარია, რას ერჩის მიქაუტაძეს?“ - აიაქსის ფანები სტეინს დაუპირისპირდნენ
„გაუგებარია, რას ერჩის მიქაუტაძეს?“ - აიაქსის ფანები სტეინს დაუპირისპირდნენ