ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ვოლკანოვსკის ისტორია დასრულდა“ - მახაჩევის რეკორდი და კომენტარი

ისლამ მახაჩევმა UFC 294-ის საღამოს მთავარი ბრძოლის მოგების შემდეგ თქვა, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის ისტორია დასრულებულია.

„მოხარული ვარ, რომ პირველი რაუნდი მოვიგე. ვოლკანოვსკის ისტორია ახლა დასრულდა. ჯერ კიდევ პირველ ბრძოლაში ვაჩვენე, რამდენად ძლიერი მებრძოლი ვარ. ძლიერი დარტყმა მაქვს. მე ვარ შერეული საბრძოლო ხელოვნების საუკეთესო მებრძოლი.

კარგი დარტყმა მაქვს, ასეც დავგეგმე. ასეთი დაბალი მოწინააღმდეგისთვის ეს კარგი ვარიანტია. ძალიან მიხარია. ზოგმა ვერ შეაფასა ჩემი დარტყმა, მაგრამ ახლა უფრო მეტ პატივს მცემენ, ვიდრე უბრალოდ ჩემს ჭიდაობას. ბრძოლის გეგმა 100 პროცენტით შევასრულე.

მან თავში დარტყმა გაატარა, ახლა მას დასვენება სჭირდება. თუ ჭკვიანია, თუ ჭკვიანი მწვრთნელები ჰყავს, მაშინ ორთვიანი შესვენება ექნებათ. მე რომ ის დამეხრჩო, სხვა საქმე იქნებოდა. და თავში დარტყმა... აქ ექიმებმა უნდა თქვან თავიანთი აზრი.

ვინ არის შემდეგი? ჩარლზს დავამარცხებ, ვინ არის შემდეგ? გეიჯი? სიმართლე გითხრათ, მე ნამდვილად არ მომწონს ეს იდეა. როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება“,

- განაცხადა UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში.

მახაჩევმა UFC-ში ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხებით უნიკალური რეკორდი დაამყარა.

ის გახდა ისტორიაში პირველი მებრძოლი, რომელმაც ზედიზედ 3 ბრძოლა ტოპ 3 P4P-დან (საუკეთესოთა რეიტინგი, წონითი კატეგორიების მიუხედავად) ჩაატარა და ყველა მოიგო. ეს ყველაფერი მან 12 თვეში მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი: შესაძლოა, ეს შურისძიება სულელური გადაწყვეტილება იყო
ვოლკანოვსკი: შესაძლოა, ეს შურისძიება სულელური გადაწყვეტილება იყო