ზურაბ ტყემალაძე, ალექსანდრე ბაკში
Aa
Aa

მეტრეველი, ბაკში, ცინცაძე, გაბაშვილი და სხვები | Lopota Cup 2023 დაიწყო

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ყოველწლიურ საჩოგბურთო ტურნირს, „Lopota Cup“-ის 2023 წლის გათამაშებას მასპინძლობს. შეჯიბრება 19 ოქტომბერს დაიწყო და 22 ოქტომბერს სრულდება.

ტურნირი მამაკაც და ქალ მოყვარულ ჩოგბურთელებს შორის იმართება და სოლიდური საპრიზო ფონდი აქვს - 30 000 ლარი.

მონაწილეები ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, ოლიმპიური სისტემით, ეჯიბრებიან. თამაშები 2 სრული სეტისა და სუპერ ტაიბრეიკის პრინციპით ტარდება.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობენ საქართველოს ნაკრების, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი წევრებიც იღებენ. მოქმედთაგან, სხვებთან ერთად, სანდრო მეტრეველი, ნუცა ცინცაძე, ზუკა ტყემალაძე, ალექსანდრე ბაკში, ზოზია ქარდავა და გიორგი ცივაძე თამაშობენ, ხოლო ვეტერანთაგან - თეიმურაზ გაბაშვილი, ნოდარ ითონიშვილი, ვლადიმერ გაბრიჩიძე.

„Lopota Cup“-ი „ლოპოტას“ დამფუძნებლის, გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და წლების განმავლობაში იმართებოდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წლიდან კი ახალი, პროფესიონალურ დონეზე მოწყობილი კორტებისა და ინფრასტრუქტურის ფონზე ტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი