გიორგი კვერნაძე, ეუსებიო დი ფრანჩესკო
Aa
Aa

დი ფრანჩესკო: კვერნაძე კარგად ვარჯიშობს და ძალიან გაიზარდა

„ბოლონიასთან“ მატჩის წინ, „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ პრესასთან ისაუბრა და გიორგი კვერნაძის პროგრესს შეეხო.

„გუნდის ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. ასევე მათი ზრდით, ვისაც ნაკლებად უწევს თამაში. კუნი, კვერნაძე და ოიონო ნაკლებად თამაშობდნენ.

კვერნაძე ძალიან კარგად ვარჯიშობს, თანმიმდევრულობის თვალსაზრისით ის ძალიან გაიზარდა. ტაქტიკურ-ტექნიკური თვალსაზრისით მომატება კიდევ სჭირდება. განსაკუთრებით ტაქტიკურად.

კვერნაძე მონდომებით ვარჯიშობს, მე ამას ვხედავ და დარწმუნებული ვარ, პერსპექტივაში ის თავს კარგად წარმოაჩენს.

თავდაუზოგავი შრომის შედეგად ჩემი მოთამაშეები შანსს ყოველთვის მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, კვერნაძე, რომელიც აშკარად პროგრესირებს, მომავალში ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდება“.

- განაცხადა დი ფრანჩესკომ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

სერია A-ს მე-9 ტურის მატჩი „ბოლონიასა“ და „ფროზინონეს“ შორის კვირას, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება
დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება