„ჯუნტოლი რომ არ წასულიყო, გარსიას ნაცვლად ნაპოლის მოტა ჩაიბარებდა“
„კარპის“ ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა, რომელიც „ნაპოლის“ ყოფილის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის ახლო მეგობარია, რადიო CRC-თან საუბრისას საინტერესო რამ თქვა.
მადალონის აზრით, ჯუნტოლის კლუბში დარჩენის შემთხვევაში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი არა რუდი გარსია, არამედ ტიაგო მოტა იქნებოდა.
„ჯუნტოლი, რომ გუნდში დარჩენილიყო, გარსია ნაპოლის არ ჩაიბარებდა. ის ტიაგო მოტაში სპალეტის ღირსეულ შემცვლელს ხედავდა. ახალგაზრდა სპეციალისტში პოტენციალს ყოველთვის ხედავდა.
ჯუნტოლის დარჩენის შემთხვევაში კლუბში ბევრი პრობლემა არ იქნებოდა.
დე ლაურენტისი ძალიან კარგი ბიზნესმენია, ჩვენ მას კარგად ვიცნობთ, მაგრამ მან კლუბში ბევრი პრობლემა შექმნა. ვიცი, რომ მან ბევრი მწვრთნელი შეაშინა, მასთან მუშაობა არავის სურს. მას უკან ისეთი ფიგურა აღარ ჰყავდა, როგორიც ჯუნტოლია, რომელიც სამუშაოდ იუვენტუსში წავიდა“.
ჯუნტოლის წასვლა ნეაპოლელებს სატრანსფერო პოლიტიკაზეც მალევე დაეტყოთ. „ნაპოლის“ რეგრესი მისი და სპალეტის წასვლასთან პირდაპირ კავშირშია, რაც ასევე პირდაპირ დე ლაურენტისის ბრალია.