ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება

იტალიაში ანაზღაურების მხრივ ფეხბურთელებს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ. „ნაპოლიში“ კი ამ მხრივ საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა, რადგან ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე 4.5 მილიონით ვიქტორ ოსიმენია.

კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა რუდი გარსიას მხარდაჭერა გამოუცხადა, მის დათხოვნას ცუდი შედეგების მიუხედავად არ აპირებს და მეტიც - ამიერიდან, თუ რომელიმე მოთამაშე, მწვრთნელის მითითებებს არ გაითვალისწინებს, უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს, მათ მიმართ კლუბი ფინანსურ სანქციებს გაატარებს.

„ჩემი ჩარევა გახდა საჭირო, რომ ფეხბურთელებს გაეგოთ, რა არის მთავარი და როგორ უნდა მოიქცნენ. შეცდომებს ყველანი ერთად გამოვასწორებთ. მწვრთნელის მიმართ უპატივცემულობას, თუ კიდევ დავინახავ, მოთამაშეებს დავაჯარიმებ“.

- ამბობს დე ლაურენტისი.

საჩემპიონო სეზონის შემდეგ, ახალ კონტრაქტებზე უარის თქმის შემდეგ, დე ლაურენტისი გუნდში არეული სიტუაციის გამოსწორებას, როგორც ჩანს ფულადი ჯარიმებით აპირებს და გარსიას არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე პრობლემა არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მასთან ერთად თამაში ყოველთვის სასიამოვნოა - ჩაკვე კვარასა და ნაკრებზე
მასთან ერთად თამაში ყოველთვის სასიამოვნოა - ჩაკვე კვარასა და ნაკრებზე