ჯასტინ გეიჯი, რომან დოლიძე, ჯარედ კანონიერი, ხამზატ ჩიმაევი, ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

დოლიძესთან ჩხუბის ვარიანტიც იყო | როგორ ჩაინიშნა ჩიმაევი VS უსმანი

UFC-ის მომდევნო ღონისძიებას აბუ დაბი უმასპინძლებს და შაბათს ძალიან საინტერესო ბრძოლებს ვიხილავთ. UFC 294-ის მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო დაპირისპირებაა, თანამთავარი მოვლენა კი ხამზატ ჩიმაევისა და კამარუ უსმანის ბრძოლა.

როგორც მოგეხსენებათ, მახაჩევს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, ჩიმაევს - პაულო კოსტასთან. ვითარება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიცვალა და იმაზე თუ რა და როგორ მოხდა, სტატია ESPN-მა გამოაქვეყნა.

ოლივეირას ტრავმის შემდეგ, UFC-ის პირველი ვარიანტი ჯასტინ გეიჯი იყო, მაგრამ ამერიკელი 85 კილოგრამს იწონიდა და 70-მდე ჩამოსასვლელად დრო არ ეყოფოდა, რის გამოც უარის თქმა მოუწია. UFC-ი დასტინ პორიესა და მატეუშ გამროტსაც დაუკავშირდა, მაგრამ მათთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს და შემდეგ ვოლკანოვსკის ვარიანტი გამოჩნდა.

ჩიმაევისა და კოსტას ბრძოლას რაც შეეხება, ბრაზილიელმა UFC-ს სექტემბერში შეატყობინა, რომ ინფექციას ებრძოდა, თუმცა, დასძინა, რომ ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმას არ აპირებდა. ყოველი შემთხვევისთვის, UFC-იმ კოსტას სავარაუდო შემცვლელის ძებნა დაიწყო და მთავარ კანდიდატად ჯარედ კანონიერს განიხილავდა, რომელმაც დეკემბერში რომან დოლიძესთან უნდა იჩხუბოს.

გასულ კვირაში, როცა კოსტამ ბრძოლაზე უარი ოფიციალურად თქვა, UFC-ს მზად ჰქონდა ვიდეო, რომლითაც კანონიერისა და ჩიმაევის ჩხუბი უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ჯარედმა ტრავმა მიიღო და ეს ბრძოლაც ჩაიშალა. ამის შემდეგ, ცნობილმა მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა UFC-ს ჩიმაევისა და დოლიძის ჩხუბი შესთავაზა, მაგრამ ორგანიზაციამ კამარუ უსმანზე შეაჩერა არჩევანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“
ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“