ვალენსიას ლეგენდა: „სამმა ფეხბურთელმა გამაოცა, ერთ-ერთი მამარდაშვილია“
„ვალენსიას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მანუელ ანხელ ბოტუბოტმა Nostresport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ბოტუბოტმა, რომელმაც „ჩესთან“ ერთად კოპა დელ რეი, თასების მფლობელთა თასი და სუპერ თასი მოიგო, „ღამურების“ მოთამაშეები დაასახელა, რომლებმაც მისი გაოცება შეძლეს და ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.
„როგორ შევაფასებდი რუბენ ბარახას მუშაობას? ვალენსიასნაირი კლუბის ჩაბარება, რომელიც სპორტული და ინსტიტუციური გადმოსახედიდან ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, რთულია. მან ღამურების აკადემიის აღზრდილი 7 თუ 8 ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანა და ეს ჩემთვის უკვე ძალიან დიდი ჯილდოა. ბარახას მიერ გაწეული სამუშაოთი ამაყი და კმაყოფილი უნდა ვიყოთ.
ვინ არიან ფეხბურთელები, რომლებმაც მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში გამაოცეს? ხავი გერამ გამაოცა. გაიაზეც იმავეს ვიტყოდი, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს და გიორგი მამარდაშვილმაც გამაოცა. უნდა გითხრათ, რომ გასულ სეზონში რამდენიმე მატჩი იყო, როცა მეგონა, რომ უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითებას ვერ გადავურჩებოდით“.
ცნობისთვის, 9 ტურის შემდეგ, მამარდაშვილის „ვალენსიას“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. „ღამურებს“ მომდევნო სეხვედრა 23 ოქტომბერს, „ალმერიას“ წინააღმდეგ ელით.