გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„სამწვრთნელო შტაბში იციან, რომ თავდამსხმელია?“ | რას წერენ ნიდერლანდებში მიქაუტაძეზე

Het Parool-ი ამსტერდამული გაზეთია, რომელიც 1941 წელს დაარსდა და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოცემად ითვლება. მისმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ჰენკ სპაანმა „აიაქსის“ თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე დაწერა და განაცხადა, რომ ამსტერდამულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის საუკეთესო უნარები ჯერ არ უნახავს.

„გიორგი მიქაუტაძე თავდამსხმელია და უცნობია, აიაქსის სამწვრთნელო შტაბმა ეს იცის თუ არა (აქცენტი იმაზეა, რომ მიქაუტაძეს თავდამსხმელის პოზიციაზე არ ათამაშებენ). ტაილანდისა და კვიპროსის წინააღმდეგ გატანილი 5 გოლი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გიორგიზე რაღაცას ნამდვილად გვეუბნება ის ფაქტი, რომ 7 წლის განმავლობაში ლიონის აკადემიაში ვარჯიშობდა. მას ლიონის დატოვება 14 წლის ასაკში მოუწია, რადგან სიმაღლეში მხოლოდ 140 სანტიმეტრი იყო.

მიქაუტაძე ლიონის მეზობელ კლუბში, სან-პრესტში გადავიდა და მწვერვალისკენ გზა გაიკვლია. გასულ სეზონში, მეცის მაისურით 23 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბევრი ანალიტიკოსი ამ სტატისტიკას აგდებულად ეკიდება და აცხადებს, რომ ეს საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში გააკეთა.

გასულ სეზონში მისი მთავარი მწვრთნელი უნგრელი სპეციალისტი, ლაშლო ბოლონი იყო და მიქაუტაძეზე მან ასეთი რამ თქვა: „როცა მიდის ფეხბურთელი, რომელთანაც მუშაობდი და პროგრესი გქონდა, შენი სულის ნაწილი მიაქვს“. მოგვიანებით, მან დასძინა, რომ ახალი მიქაუტაძის პოვნა შეუძლებელია და ეს სიტყვები ბევრ რამეზე მეტყველებს. ქართველმა აიაქსი იუვენტუსს, მილანს, ბარნლისა და სხვა კლუბებს არჩია. შეიძლება, ეს უბრალოდ აგენტის სიტყვებია, მაგრამ აიაქსს ამ ფეხბურთელის საუკეთესო ვერსია ჯერ ნამდვილად არ უნახავს“, - წერს სპაანი.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამელთა შემადგენლობაში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მისი გუნდი 6 ტურის შემდეგ, ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 22 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე „უტრეხტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ან სეხუდო მინდა, ორი ბრძოლა და ნომერ პირველი ვიქნები“
უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ან სეხუდო მინდა, ორი ბრძოლა და ნომერ პირველი ვიქნები“