იბერია 1999, ქობულეთის შუქურა, დავით მუჯირი, შოთა ნონიკაშვილი, ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

სილაგაძის მე-10 გოლი და გამარჯვება - ძოძუაშვილის წარუმატებელი დებიუტი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ქობულეთის „შუქურა'' გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე'' „საბურთალოსთან'' 1:2 დამარცხდა. „საბურთალომ'' 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ამ მომენტში 49 ქულით მესამე ადგილზეა. 

მას შემდეგ რაც „საბურთალოს'' მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გახდა, თბილისურმა კლუბმა 2 მატჩი გამართა, ბათუმის „დინამოსთან'' უგოლო ფრის შემდეგ აუტსაიდერი „შუქურა'' დაამარცხა.

„შუქურას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე რევაზ ძოძუაშვილის დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. „შუქურამ'' 30-დან 22 შეხვედრა დათმო, 8 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია.

ანგარიში მე-10 წუთზე ლუკა სილაგაძემ საჯარიმო დარტყმიდან გახსნა, დარტყმის მომენტში რიკოშეტი იყო, ბურთი „შუქურას'' ფეხბურთელს მოხვდა და შემდეგ აღმოჩნდა კარში. 

42-ე წუთზე დავით მუჯირმა ანგარიში გაათანაბრა. 24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩში მე-8 გოლი ჩაიწერა აქტივში.

გამარჯვების გოლი შოთა ნონიკაშვილის ანგარიშზეა, 49-ე წუთზე 22 წლის ნახევარმცველმა ჯარიმიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნონიკაშვილმა ამ სეზონში „შუქურას'' გარდა თბილისის „დინამოსა'' და ბათუმის „დინამოს'' შეუგდო.

 

ლუკა სილაგაძემ ამ სეზონში მე-10 გოლი გაიტანა, 10-დან 4 ჯარიმიდან შეაგდო

 

 ფოტო: „საბურთალოსა'' და „შუქურას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები