კრიშტიანუ რონალდუ, გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძე: რონალდუ ჩემი კერპი იყო, როცა ინგლისში თამაშობდა

„უოტფორდის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში საკლუბო და სანაკრებო თემებზე ისაუბრა. გიორგის თქმით, ინგლისში თამაშზე ოცნებობდა და მისი კერპი კრიშრიანუ რონალდუ იყო, როცა ინგლისში თამაშობდა.

„ინგლისში ყოფნით ნამდვილად ბედნიერი ვარ. აქ თამაში ჩემი ოცნება იყო, აქ ყველაფერი მომწონს: სტაფი, ფეხბურთელები - ძალიან კარგი ხალხია.

რა თქმა უნდა, როცა პატარა ვიყავი, ინგლისის ჩემპიონატის თამაშებს ვუყურებდი. ვუყურებდი პრემიერ ლიგის მატჩებს, როცა კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა. ის ჩემი კერპი იყო, როცა ინგლისში თამაშობდა (2003-09).

ჩემი გუნდის მჯერა, აქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, კარგი სტაფია. თუ შაბათს „შეფილდ უენსდეისთან’’ მოვიგებთ, ყველაფერი გაცილებით კარგად წავა. აქ ყველა კარგი ფეხბურთელია, მათთან ერთად თამაშით სიამოვნებას ვიღებ. მოდით, შაბათს მოვიგოთ!

თამაშების მოგება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ ამას შევძლებთ. გამარჯვებები ხელიდან გავუშვით. აქ საოცარი ქომაგები არიან, „ვიქარიჯ როუდზე’’ თამაში მომწონს. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ და მათი მადლიერი ვარ’’.

11 ტურის შემდეგ 24-გუნდიან ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' 10 ქულით მე-20 ადგილზეა (2 მოგება, 4 ფრე, 5 მარცხი). 

„უოტფორდი'' - „შეფილდ უენსდეის'' მატჩი 21 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში „გენტმა'' 24 წლის ქართველი შემტევი ჩემპიონშიფის „უოტფორდში'' გაანათხოვრა. გიორგიმ ინგლისის ჩემპიონატის 9 მატჩში (მხოლოდ 1 სასტარტოში) 1 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები